დღეს ჩემი დაბადების დღეა :)

ეს ჩემი მერამდენე დაბადების დღეა ბათუმში არც ვიცი. ბოლოს თბილისში როდის შევხვდი არც მახსოვს. უფრო სწორად მახსოვს, თბილისში ამერიკაში წასვლის წინა დღეს)). ბავშობაში ყოველთვის მქონდა პრეტენზია იმაზე, რომ ჩემი დის დაბადების დღეზე ყველა იყო, ხოლო ჩემზე - არავინ. რაც დრო გადის ჩემთვის აქტუალურობას არ კარგავს ეს დღე, ალბათ იმიტომ რომ ამ დღეს ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ და ვაფასებ ყველას ვინც მილოცავს.

"და აი 1 საატზე ნაკლებში გავხდები სრულწლოვანი და ვაფასებ განვლილ არასრულწლოვანების 18 წელს.

ამ 18 წლის განმავლობაში შევძელი ყველაფერი, დაჟე მეტიც ვიდრე ვგეგმავდი. ვმუშაობდი ჩემი ოცნების სამსახურში “იმედში”, სადაც გავიცანი ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ვიყავი სხვა ქვეყანაში, ვთვლი რომ ნომერ 1 სახელმწიფოში სადაც რამდენიმე თვემ დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია შენი თავი არ დაკარგო, ვნახე ევროპა, ვნახე რა არის წარუმატებლობა, ტკივილი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვნახე რა არის წარმატება და ბედნიერება. შევძელი მქონოდა მუდმივი, საკუთარი შემოსავალი, მივხვდი რომ ყველა შეიძლება ცდებოდეს და იყოს ცუდი ადამიანი. 2-ჯერ გამომაგდეს სახლიდან და ბოლოს მაინც გავიგე რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი დრო დასჭირდა!"

 

მილოცავს Facebook-იც:





Sandro Mdzinarashvili
blogeriiii